დისტრიბუციის ფუნქციის გააქტიურება
სატრანსპორტო საშუალებების დამატება
თანამშრომლის დაკავშირება ბორტთან
დისტრიბუციის ფუნქციის გააქტიურება
1. შევდივართ მენიუში სერვისი
2. ვირჩევთ პარამეტრები
3. ვირჩევთ ჩანართს დამატებითი
4. ველში დისტრიბუცია ვრთავთ ალამს
5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
იხილეთ:
შენიშვნა: პოკეტების გამოყენების შემთხვევაში, თანამშრომლების დამატების დროს მენიუში მყიდველები, დისტრიბუტორს შეგვიძლია წინასწარ გავუწეროთ მყიდველთა სია
სატრანსპორტო საშუალებების დამატება
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ სატრანსპორტო საშუალებები
3. ვაჭერთ ღილაკს დამატება
4. ველში მარკა ვუთითებთ ტრანსპორტის მარკას
5. ველში ნომერი ვუთითებთ ტრანსპორტის ნომერს
6. ველში თანამშრომელი ვირჩევთ თანამშრომელს, პრისეილერს
7. ველში მძღოლი ვუთითებთ მძღოლის სახელს და გვარს, რომელზეც შემდგომ გამოიწერება ზედნადები
8. ველში პირადი ნომერი ვუთითებთ მძღოლის პირად ნომერს
9. ველში საწვავის ხარჯი ვუთითებთ საწვავის ხარჯს 100 კმ-ზე
შენიშვნა: ეს ველი გამოიყენება, რათა შემდგომ ავტომატურად მოხდეს ჩამოსაწერი საწვავის ოდენობის დადგენა
10. თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს მისაბმელი, ველში მისაბმელი ვუთითებთ შესაბამის ნომერს
11. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ მაღაზიები და საწყობები
3. ვირჩევთ ჯგუფს ბორტები
4. ვაჭერთ ღილაკს დამატება
5. ველში დასახელება ვუთითებთ ბორტის დასახელებას
5. გადავდივართ მენიუში დამატებითი
6. ველში სატრ. საშუალება ვირჩევთ ბორტის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებას
7. ველში მძღოლი ვუთითებთ მძღოლის სახელს და გვარს, რომელზეც შემდგომ გამოიწერება ზედნადები
8. მენიუში მყიდველები შეგვიძლია არსებულ ბორტს წინასწარ დავუმატოთ შესაბამისი მყიდველები
9. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
თანამშრომლის დაკავშირება ბორტთან
ბორტების დამატების შემდეგ
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. ვირჩევთ თანამშრომლები
3. ვირჩევთ შესაბამის თანამშრომელს და ვხსნით მაუსის ორჯერ დაკლიკვით
4. გადავდივართ მენიუში მყიდველები
5. ველში გადამზიდავი ბორტი ვირჩევთ შესაბამის ბორტს
შენიშვნა: თუ თანამშრომლის ხელფასი დაკავშირებულია გაყიდვებთან, ვრთავთ ალამს ველში დაკავშირება რეალიზაციასთან
6. ვაჭერთ ღილაკს შენახვა